სან-დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი სკოლაში

     2016 წლის 9 ოქტომბერს ა(ა)იპ ალავერდის ეპარქიასთან არსებულ წმიდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის ზ/ს სკოლას ეწვია სან-დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენელი სოფო არსენიშვილი, რომელმაც საშუალო საფეხურის მოსწავლეებს გააცნო საინტერესო ინფორმაცია სან-დიეგოს ამერიკული უნივერსიტეტის შესახებ საქართველოში, კერძოდ, მან დელატურად აუხსნა მოსწავლეებს ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული უნივერსიტეტის გახსნის მიზანი, ფაკულტეტების მიზნობრიობა, შესაბამისობა საქართველოს სახელმწიფოს საჭიროებებთან, უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველთა აუცილებელი საბაზო კომპეტენციები და სასწავლო პრიოცესის შესაძლებლობები როგორც  საქართველოში, ისე აშშ-ში. წარმომადგენელმა  მოსწავლეებს დაურიგა საინფორმაციო ბუკლეტები, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია.

20161109_121437

კიდევ ერთი წარმატება – საეპარქიო სკოლის მოსწავლე ქალაქის გამარჯვებულია!

    ა(ა)იპ ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმიდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის ზ/ს სკოლის მე-4(ა) კლასის მოსწავლე მიხეილ ბაკურიძე გახდა ქალაქის გამარჯვებული „კინგსი საქართველოს“ ოლიმპიადაზე ინგლისურ ენაში. „კინგსი საქართველოს“ წარმომადგენელმა მერიკო სუხიაშვილმა ჩვენი სკოლის მოსწავლეს მიხეილ ბაკურიძეს ქალაქის გამარჯვებულის დიპლომი გადასცა. აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლე არ არის ჩართული სკოლისგარეთა კერძო გაკვეთილებში. კლასის დამრიგებელი და ინგლისური ენის მასწავლებელი არის ქალბატონი ლელა გოგინაშვილი რომელსაც ვულოცავთ ამ გამარჯვებას სადამრიგებლო კლასთან ერთად.

 

14876233_1281897511852808_942789603_o

20161113_143304 20161113_143342

საქმიანი შეხვედრა

     2016 წლის 20 ოქტომბერს ა(ა)იპ ალავერდის ეპარქიასთან არსებულ წმიდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის ზ/ს სკოლაში მოეწყო საქართველოს საპატრიარქოს დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის ვიზიტი. სკოლას სტუმრობდა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა მეუფე იოანე (გამრეკელი). მეუფემ დაათვალიერა სკოლა, გაესაუბრა ყველა კლასის მოსწავლეებს, ჯგუფის წარმომადგენლები – ლევან ქურდიანი, ნანა ჩარკვიანი და ელენე მარგიანი დაესწრნენ გაკვეთილებს, შეაფასეს სასწავლო პროცესი როგორც დაწყებით, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურზე. ჯგუფი მეუფე იოანეს ხელმძღვანელობით შეხვდა საეპარქიო სკოლის პედაგოგთა კრებულსა და ადმინისტრაციას, ისაუბრეს სკოლის წარმატებულ გამოცდილებასა და სარეკომენდაციო ასპექტებზე. პედაგოგებმა მიიღეს სასარგებლო რჩევები სასწავლო პროგრამებში სულიერი საკითხების ჩართვისა და საღვთო სჯულის, როგორც გამჭოლი კომპეტენციის შესაძლებლობასა და სარგებლიანობაზე მოსწავლეთათვის. სამუშო დღე აისახა  სამახსოვრო ფოტოზე.

saq-sh

შეხვედრა საპატრიარქოში

    2016 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოში შედგა საპატრიარქოსთან არსებული სკოლების შეხვედრა, რომელზედაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დალოცა სკოლების ხელმძღვანელები, მოუთხრო კომფესიური სკოლების მნიშვნელობასა და განსაკუთრებული სიფრთხილის აუცილებლობაზე საგანამანათლებლო – სააღმზრდელო საქმიანობის წარმოებისას. უწმინდესმა ისაუბრა ჩვენი მომავალი თაობის ღირებულებებსა და რთული გარემოს შესახებ და შემოგვთავაზა თემები დასაფიქრებლად: „ბედნიერი ოჯახი“, „მადლიერება“, „თავისუფალი ნება ქრისტიანის ცხოვრებაში“ და ა.შ.

 14956424_2175569126001935_3434186138554814937_n