Home » ექვსწლიანი პროგრამა

ექვსწლიანი პროგრამა

ა(ა)იპ ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმ. ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის ზ/ს სკოლა

                                                             2016 – 2017 სასწავლო წელი

                                                                       ვამტკიცებ, სკოლის დირექტორი

                                                 xelmowera

 

სტრატეგიული გეგმა

სტრატეგიული განვითარების ექვსწლიან გეგმაში შედის:

სასწავლო გეგმის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და შეფასება;  სისუტეებისა და ძლიერი მხარეების იდენთიფიცირება,                 გასაძლიერებლად ამოცანებისა და სამუშაო გეგმების მუდმივი შედგენა შესრულების მონიტორინგით.

საგნობრივი პროგრამებში  საღვთო სჯულის, როგორც გამჭოლი კომპეტენციის  შეტანა  საკითხთა სჯულისმიერ ჭრილში ანალიზისათვის.

სკოლის ეზოში სასათბურე–საყვავილე მეურნეობის დანერგვა;

შენობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, დამატებითი კორპუსის აშენება სასკოლო სიმძლავრეების გასაზრდელად.

 

მომავლის ხედვა:

  • სკოლას ექნება მაღალი შიდა ორგანიზაციული კულტურა, სტაბილური გუნდი, მაღალი სახელფასო ფონდი;
  • სკოლა იქნება გამართული ინფრასტრუქტურის, რადიოფიცირებული, ცივილური საინფორმაციო და დასასვენებელი დერეფნებით, კვების პუნქტითა და ექიმის   ოთახით;
  • მოეწყობა ეზოს ინფრასტრუქტურა, მოეწყობა მაღალი დონის სპორტული ბაზა, მოიშლება სამეზობლო თემის მიერ სასკოლო ეზოს ბაზით უსისტემო       სარგებლობის ტრადიცია;
  • დაწესდება მოსწავლეთა ფორმა და მომსახურე პერსონალის უნიფორმა, პედაგოგთა სავალდებული აქსესუარი ვიზუალური იდენთიფიცირებისთვის
  • სკოლას ექნება მოსწავლეთა კონკურსის წესით მიღების მდგრადი სისტემა;
  • სკოლას ექნება მასწავლებელთა პროფესიული ზრდისა და ყოველწლიური ატესტაციის მუშა ცოცხალი სისტემა, პედაგოგთა გუნდის განახლების მოქნილი             სისტემა მუდმივი გუნდის ჩამოსაყალიბებლად;
  • სასწავლო ბრენდისათვის დამახასიათებელი ატრიბუტები და შინაარსი.
  • ეკონომიკური განათლებისა და შრომითი უნარ-ჩვევების განვითარებისათვის მესამე საფეხური მოსწავლეთათვის საზაფხულო მუშაობის საშუალებები            ეპარქიის ფარგლებში არსებულ ობიექტებზე: გიდი, ადმინისტრატორის      ასისტენტი, თარჯიმანი, მეფუტკრე, მარნის მეთვალყურე, მზარეული, მიმტანი,       სანთლის გამყიდველი, მუზეუმის მეთვალყურე,.
  • ძლიერი მგალობელთა გუნდი და ხალხური სიმღერის გუნდი; კამერული ანსამბლი და საჩვენებელი პროგრამა;
  • სკოლის ისტორიის ფილმი, ან კლიპი.
  • გაცვლითი პროგრამები დამეგობრებულ სკოლებთან ქვეყნის შიგნით და გარეთ.
  • ინტერდისციპლინარული სეზონური ბანაკები ზღვაზე და მთაში(თუშეთი, სვანეთი);
  • 3-დღიანი კონფერენციის ორგანიზება საპატრიარქოს სკოლებთან ერთად;

ექვსი წლის შემდეგ უნდა არსებობდეს სკოლის მართვის ჩამოყალიბებული სისტემა და ადმინისტრაციულ რგოლში პოტენციური კადრების ბაზა, რაც  მოხალისეებისა და ასისტენტების მიზნობრივი შერჩევით მიიღწევა.

 

სკოლის დირექტორის მოადგილე: თეა მახათელაშვილი