Home » ერთწლიანი პროგრამა

ერთწლიანი პროგრამა

ა(ა)იპ ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმ. ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის ზ/ს სკოლა

                                                             2016 – 2017 სასწავლო წელი

                                                                       ვამტკიცებ, სკოლის დირექტორი

                                                   xelmowera

 

 

სკოლის მიზანი:

ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმიდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა არის საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაფუძნებული სასწავლებელი, რომლის მიზანია, სულიერად, ინტელექტუალურად და ფიზიკურად განვითარებული მომავალი თაობის აღზრდა, ეროვნული და მართლმადიდებლური ცნობიერების ამაღლება, ქვეყნის მოყვარული, მოაზროვნე, წიგნიერი და ზნეკეთილი, ესთეთიკურად ჩამოყალიბებული პიროვნების აღზრდა.

  1. სკოლის პრიორიტეტული პრობლემებისა და საჭიროებების ანალიზი;
  2. შეინარჩუნოს და გაზარდოს რეიტინგი, მოთხოვნა სკოლაზე;
  3. 3. შეიქმნას კონკრეტული სამუშაო გეგმები (კათედრებზე, კლასის დამრიგებლების მიერ, ადმინისტრაციის მიერ და ა.შ.  2016/17 სასწავლო წლისათვის დაგეგმილი  სტრატეგიული ხედვის განსახორციელებლად,  სკოლის  საჭოროებათა დასაძლევად   და მომხმარებლის   მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

1. სკოლის ადმინისტრაციული პორტფოლიოს განახლება 2016/17  სასწავლო წლისათვის

  • სკოლის სასწავლო გეგმა;
  • სკოლის შინაგანაწესის დამტკიცება;
  • ერთწლიანი და ექვსწლიანი ხედვით სასწავლო გეგმის შედგენა;
  • პედაგოგიური საბჭოს შექმნა;
  • საგნობრივი კათედრების თავმჯდომარეებისა და კათედრების სამუშაო გეგმების დამტკიცება;
  • გაკვეთილების ცხრილის შემუშავება;
  • პედაგოგთა და მოსწავლეთა პირადი საქმეების მოწესრიგება;
  • ხელშეკრულებების გაგრძელება-განახლება პედაგოგებთან;
  • სკოლის საათობრივი ბადე;
  • კომპიუტერული ტექნიკის განახლება;
  • პედაგოგთა კომპიუტერული უნარ-ჩვევების განვითარება და ისტ-ის ინტეგრაცია სასწავლო პროგრამებში;
  • ინტერდისციპლინარული მიდგომის ინტეგრაცია კურიკულუმებში;
  • სკოლის უსაფრთხოების დებულების შემუშავება და გაძლიერება;
  • თანამშრომელთა სამსახურებრივი ინსტრუქციების გადახედვა და მასში უსაფრთხოების (ახალი) დებულების პუნქტების ჩართვა.
  • საგნობრივი სწავლების გაძლიერება მესამე საფეხურზე;
  • სასწავლო პროცესის მონიტორინგის გაძლიერება, შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზი, მრავალფეროვნების უზრუნველყოფა: ტესტი, პროექტი, პრეზენტაცია და ა.შ.;
  • უცხო ენების სწავლების გაძლიერება შიდასასკოლო კონფერენციების მოწყობით;
  • გრიფირებული სასწავლო სახელმძღვანელოებისა და დამხმარე რესურსების შერჩევა.
  • კათედრების ფუნქციების გაძლიერება;
  • სადამრიგებლო პროგრამების გაძლიერება და დამრიგებელთა მუშაობის მუდმივი მონიტორინგი;
  • სამოდელო გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება ყველა საგანში;
  • კონფერენციების, სემინარების, ოლიმპიადების, შემეცნებით-სპორტული, კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა;
  • კედლის გაზეთების, ხელნაწერი ჟურნალების გამოცემა;
  • მეგობარ სკოლებთან პარტნიორობა გახვლითი პროგრამების დაგეგმვა ქვეყნის შიგნით და გარეთ;
  • ვებ.გვერდის განახლება;
  • პედაგოგთა კოლეგიალური თანამშრომლობის გაზრდა, შეფასებისა და თვითშეფასების არსის გაცნობიერება, ჩართვა პროფესიული განვითარების ეროვნულ სქემაში.
  • სპორტული ინვენტარის: ფიტნესის მოწყობილობებისა და ტენისის მაგიდის შეძენა;
  • საინფორმაციო ბანკის, სკოლის არქივის შექმნა თანამედროვე ტექნოლოგიებით და სკოლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნისათვის მზადება;
  • სკოლის ყველაზე ღვაწლმოსილი და შემოქმედი პედაგოგის, კომპოზიტორისა და ცნობილი მაესტროს ჯუმბერ სახეიშვილის შემოქმედებითი საღამოს მომზადება;
  • სკოლის ეზოს დაცვის გაძლიერება, პარალელურ ქუჩაზე გასასვლელის დაკეტვა;
  • ბიბლიოთეკის აქტიური ჩართვა სკოლის ცხოვრებაში;
  • საგნობრივი საკლასო კაბინეტების მოწყობა და მათი აღჭურვა თანამედროვე  ტექნოლოგიებით;
  • საგნის „საღვთო სჯულის“ სწავლა-სწავლების დონის ამაღლება, პროცესის  დატვირთვა სწავლების და მონიტორინგის სხვადასხვა სტრატეგიებით.
  • შიდასასკოლო ტურების ორგანიზება სხვადასხვა საგანში, მასში მასწავლებლების და მოსწავლეების მაქსიმალური ჩართულობა, მათი მოტივირება;
  • შიდასასკოლო გამოცდების ორგანიზება, ვალიდურობის, ობიექტურობის, გამჭვირვალეობის დაცვით;
  • შიდასასკოლო ტესტების ბანკის გამდიდრება;
  • მოსწავლეთა ჩართვა კლასგარეშე ღონისძიებებში (ტურები, კონკურსები, ფესტივალები) მათი მოტივირება;
  • სკოლაში მგალობელთა და ხალხური სიმღერების გუნდის შექმნა;
  • ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა;
  • მშობელთა ჩართულობა, მშობლებსა და სკოლასა შორის თანამშრომლობის  გააქტიურება;
  • მშობლის მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობა;
  • სასწავლო წლის ბოლოს მიღწეული შედეგების მიხედვით წლის საუკეთესო მოსწავლეებისა და პედაგოგების წახალისება ნომინაციების მიხედვით;
  • დარაჯის ოთახის მოწყობა და დარაჯის აყვანა;

სკოლის დირექტორის მოადგილე: თეა მახათელაშვილი